საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, თოვლი და ზღვაზე შტორმი – ამინდის პროგნოზი

29 თებერვლის დღის ბოლოდან 2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ასევე შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარდა ამისა, სინოპტიკოსები ზღვაზე ოთხ-ხუთბალიან შტორმსაც ელოდებიან.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მცირე მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები