თორნიკე რიჟვაძე: სოფლად მეწარმეობის განვითარების ახალი პროგრამა იწყება

აჭარის მთავრობის სხდომაზე  მთავრობის თავმჯდომარემ  იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც ეკოტურიზმის, მთის ტურიზმის და სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად იგეგმება რეგიონში.

იწყება სოფლად მეწარმეობის განვითარების ახალი პროგრამა, რომლისთვისაც ბიუჯეტში მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

,,პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შევუწყოთ როგორც ახალგაზრდა მეწარმეებს, სტარტაპებს, ასევე, არსებული ბიზნესების გაფართოებას და მოდიფიკაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით შესაძლებელია დაფინანსდეს როგორც ეკოტურიზმის მიმართულების პროექტები, ასევე, ახალი ინოვაციური, ენერგოეფექტური პროექტები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში გვქონდეს ინკლუზიური ზრდა, რაც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტისთვის თანაბარ შესაძლებლობებს როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე, ახალი პროექტების რეალიზებისთვის” – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე გაზაფხულზე ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეაზე მასპინძლობაზე ისაუბრა.

,,ეს ნიშნავს რეგიონის და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, რაც მოგვცემს საშუალებას დავსახოთ ახალი ღონისძიებები როგორც ეკოტურიზმის, ასევე, სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ასამბლეა ბათუმში მაისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები