თეა წულუკიანი რუსეთის პირობას საქართველოსთვის თანხის ჩარიცხვაზე პასუხობს – “ჩვენ წარდგენილი გვაქვს სია”

„რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭომ რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენა, თანხის გადახდასთან დაკავშირებით ვალდებულება, რომელიც არის უპირობო და რუსეთმა უნდა ჩარიცხოს თანხა, რომელსაც პროცენტები პისრგასამტედლოს სახით დიდი ხანი უკვე ერიცხება”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2006 წელს, დეპორტაციის გამო, საქართველოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხზე რუსეთი წამოყენებულ პირობებს.

“ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთთან დეპორტირებულების საქმეზე დავიწყეთ დავა, იქიდან რუსეთი ამბობდა, რომ საერთოდ დეპორტაციას და კოლექტიურ გამოძევებას ჩვენი მოქალაქეების ადგილი არ ჰქონია და არც უკანონო პატიმრობები ყოფილა სახეზეო. ჩვენ ეს დავა მრავალი წლის სხვადასხვა პროცედურული პერიპეტიების შემდეგ სტრასბურგში მოვიგეთ. თავიდან სია იყო წარდგენილი ძალიან მცირე, რადგან ვთვლიდით რომ საილუსტრაციო სიის საფუძველზე დარღვევები დადგენილყო, მერე შევხედეთ, რომ შეეძლო რუსეთს ამით ესარგებლა და ჩვენ მოვიქეცით ისე, რომ ასეულობით ადამიანის კონკრეტული შემთხვევა წარვადგინეთ. ამან დაასუსტა რუსეთის პოზიციები და ჩვენ დავა მოვიგეთ. დავაზე გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და რუსეთი კომიტეტის წინაშე ეჭვქვეშ აყენებს ამ გადაწყვეტილების საკითხს და ყველაფერს აკეთებს პროცედურულად იმისთვის, რომ თანხა საქართველოს არ ჩაურიცხოს. ჩვენ წარდგენილი გვაქვს სია, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ზოგიერთი ადამიანი ნამდვილად მსხვერპლია და ეს თანხმა ნამდვილად გადასახდელია. კარგია, რომ ყოველ ჯერზე მინისტრთა კომიტეტზე ვითხოვთ დებატებს და განხილვებს და ეს მოთხოვნა კმაყოფილდება და სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენა რომ მისი ეს ვალდებულება გადახდასთან დაკავშირებით არის უპირობო. რუსეთმა უნდა ჩარიცხის თანხა, თანხა რომელსაც დიდი ხანია ერიცხება პროცენტები პისრგასამტედლოს სახით,” – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოს, ქვეყნის მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებისთვის პირობას უყენებს.

სტრასბურგის სასამართლომ, რუსეთს, 2006 წელს ქვეყნიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები