ცხინვალის რეჟიმმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა შესასვლელი დაკეტა
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების საბჭოს განაწყვეტილებით 20:00 საათიდან დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა შესასვლელი პუნქტი ჩაიკეტა. შეზღუდვა განსაკუთრებული განკარგულების გამოცემამდე იმოქმედებს.
ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.