ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტია მოთავსებული

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურში ამ ეტაპზე 21 პაცინეტია მოთავსებული.

ეზუგბაიას ინფორმაციით, 21 პაციენტიდან 6 პაცინეტის შემთხვევაში კორონავირუსი გამორიცხულია და ისინი საკარანტინო სივრცეში გადავლენ.

„ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში გვყავს 21 პაციენტი. როგორც თქვენთვის ცნობილი იყო, დილას 10 პაციენტი იყო, დაგვემატა 11. 11 პაციენტიდან 5-თან უკვე გაკეთდა კვლევა ახალ კორონავირუსზე და მიღებულია უარყოფითი პასუხი. დანარჩენი პაციენტების კვლევა ახლა მიმდინარეობს და მოგვიანდებით გვექნება ალბათ პასუხი, დღეს გვიან ან ხვალ დილით. ანუ 21 პაციენტი გვყავს, აქედან 6 უკვე გამზადებულია, რომელთა შემთხვევაშიც გამორიცხულია კორონავირუსი, ესენი დარჩნენ გუშინ ჩვენთან, რადგან მათ ჰქონდათ გრიპით ინფიცირება და გარკვეულწილად სიმპტომები გამოვლენილი ჰქონდათ. დღეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ეს პაციენტები თავსდებიან როგორც კლინიკურად გამოჯანმრთელებულები და საკარანტინო სივრცეში გადავლენ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები