ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია

“ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეთანხმების მიღწევის ძალიან დიდი რესურსი არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “დღის ქრონიკა” განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი უმრავლესობისთვის მისაღებია.
“ჩვენ გვაქვს მომზადებული ვარიანტი, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-პროცენტიანი შედეგით პარტიამ 75-ზე მეტი მანდატი მიიღოს“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ შეიძლება 100/50-ის შეთავაზება გადაიხედოს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ შეიძლება 100/50-ც გადაიხედოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები