ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი მსოფლიოში მატულობს, “ჯანმო” და აშშ საერთაშორისო საზოგადოებას ე.წ. პანდემიური მზადყოფნისთვის მოუწოდებენ

კორონოვირუსთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-მ საერთაშორისო საზოგადოებას ე.წ. პანდემიური მზადყოფნისთვის მოუწოდა,- ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ინფექცია დაფიქსირდა პირველად ქვეყანაში, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, რადგან ინფექცია დაფიქსირდა აზერბაიჯანის გავლით საქართველოში მომავალ ადამიანზე, საქართველოს მოქალაქეზე.
სამწუხაროდ, საქართველო გამოჩნდა რუკაზე, როგორც 38- ე ქვეყანა, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ინფექცია ფიქსირდება დამატებით რამდენიმე ქვეყანაში, ანუ შემთხვევათა რიცხვი იზრდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-მ საერთაშორისო საზოგადოებას ე.წ. პანდემიური მზადყოფნისთვის მოუწოდეს”,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები