“თუ გავითვალისწინებთ, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს რუსეთის დელაგაციის ვიზიტს, ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა”
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.
„ეს ალბათ ის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა მიღებულიყო კიდეც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს თან ასეთი დელაგაციის ვიზიტს, რომელსაც უხელმძღვანელებს ლავროვი, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, და, რა თქმა უნდა, ის საფრთხეები, რომელიც არასოდეს არ არის მათგან გასაკვირი, სხვადასხვა პროვოკაციები, რომელიც კიდევ ერთხელ მოემსახურებოდა ქვეყანაში არეულობის შექმნას. ამ მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ნამდვილად იყო გადაწყვეტილება მიღებული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.