ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ახალი ინიციატივა წარადგინა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ახალი ინიციატივა წარადგინა.

ირაკლი შენგელიას თქმით ,უნდა შეიქმნას ფორმატი, რომლის მიხედვითაც,  საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის  დიალოგი უფრო მარტივი იქნება.

“საკრებულოს, როგორც ინსტიტუციის საზოგადოებასთან და მათ შორის მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან, თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით, გამოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას დიალოგის ფორმატი, რომელიც გააძლიერებს ურთიერთკავშირს საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის, აღნიშნული შეეხება როგორც საკრებულოს სხდომების ფარგლებში განსახილველ საკითხებს, ასევე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებს. მოხარული ვიქნები, თუკი შევძლებთ ამ ფორმატის წარმატებულ იმპლემენტაციას“,- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები