სოფელ გრაკალში მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა “გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება. სოფელ გრაკალში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის და საუბნო დაქსელვის სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყო. სოფელში, რომელშიც 160 ოჯახამდე ცხოვრობს, პირველი გაზქურა უკვე აინთო.

“მოსახლეობის გამრიცხველიანება ეტაპობრივად, უბნების მიხედვით მიმდინარეობს. გამრიცხველიანების სამუშაოები მალე სოფელ დოესშიც დაიწყება”, – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დოესის ადმინისტრაციულ ერთეულში ტარიელ ოხანაშვილმა.

კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს წლებია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და გაზის კომპანია „სოკარ ჯორჯია“ ახორციელებენ. პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები