ნათია თურნავა: ლარი არის მყარი, ჯანსაღი ვალუტა და ჩვენი ეკონომიკა მყარად ვითარდება

ექსპორტი არის ის წყარო, საიდანაც უცხოური ვალუტა შემოდის ჩვენს ბაზარზე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, დადებითი ფაქტორია ფულის ბაზარზე იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ლარის, ეროვნული ვალუტის გამყარება,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა მყარად ვითარდება.

“ჩვენი ეკონომიკა არის ჯანსაღი, ეკონომიკური ზრდა არის მაღალი, ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი და ექსპორტი არის ის წყარო, საიდანაც უცხოური ვალუტა შემოდის ჩვენს ბაზარზე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, დადებითი ფაქტორია ფულის ბაზარზე იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ლარის, ეროვნული ვალუტის გამყარება. ეს არის კიდევ ერთი დასტური, იმისა, რომ ლარი არის მყარი და ჯანსაღი ვალუტა და ჩვენი ეკონომიკა მყარად ვითარდება”, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები