ზვიად ძიძიგური: უმრავლესობიდან გამოსულები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავიქეცით ოპოზიციურ მაგიდასთან და მუშტების ქნევა დავიწყეთ იქიდან

დეპუტატის, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „კონსერვატორები“ მმართველ პარტიასთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე არ ყოფილან, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლების მსგავს შეხვედრებს პარტიებთან მიესალმება.

ამის შესახებ ძიძიგურმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კონსერვატორები“ ასეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვართ, მაგრამ მივესალმებით იმას, რომ მსგავსი შეხვედრები პარტიებთან მიმდინარეობს, რადგან ოპოზიციური მაგიდა, რომელიც „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება, არ არის ერთგვაროვანი. ვფიქრობ, ყველა პარტიას, რომლებიც იქ იკრიბება, თავიანთი სამომავლო ხედვები დამოუკიდებლად გააჩნიათ.

მინდა, სინანულით აღვნიშნო, რომ არის ერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც პროპორციული არჩევნები არ აწყობს, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხელ სააკაშვილი. პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, მათ აღარ ექნებათ ფუნქცია, რაღაც მიტინგები, შეხვედრები, ექსესები და ასე შემდეგ მოაწყონ.

ძალიან დასანანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებსაც თვითონ ელანდებოდათ და ესიზმრებოდათ, როგორ უნდა ჩაეშალათ ეს მოლაპარაკებები, ასეთი მსუყე საბაბი მისცა მოლაპარაკებების ჩასაშლელად.

ჩვენ ურთიერთობის არავითარი პრობლემა არ გვაქვს . დღეს, როდესაც ვართ უმრავლესობიდან გამოსული , ეს არ ნიშნავს იმას,რ ომ გავიქეცით ოპოზიციურ მაგიდასთან დავსხედით და მუშტების ქნევა დავიწყეთ იქიდან. ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. თანამშრომლობისთვის მზად ვართ ნებისმიერ თემაზე, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნისათვის სასიკეთო, მზად ვართ ვილაპარაკოთ გნებავთ ოპოზიცის, გნებავთ ხელისუფელბის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ძიძიგურმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები