თეირანი-სტამბოლის რეისის 132 მგზავრი ანკარაში კარანტინზე გადაიყვანეს
Turkish Airlines-ის თეირანი-სტამბოლის რეისის 132-ვე მგზავრი, ანკარაში კარანტინზე გადაიყვანეს.
ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ხოჯამ, განაცხადა.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ 17 მგზავრს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.
“თურქეთს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ირანიდან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, სპეციალური რეისი დაინიშნა. ისინი 14 დღის განმავლობაში იქნებიან კარანტინზე”, – განაცხადა მინისტრმა.