სმს-ს ხელმძღვანელი: SOCAR -ი 72 მეჩეთს საქართველოში უფასო გაზით ამარაგებს

ყველაზე დიდ დახმარებას მუსლიმურ თემს საქართველოში აზერბაიჯანი უწევს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას საქართველოში მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელმა შეიხ გაჯი იგიდოვმა განუცხადა.

მისი თქმით, 72 მეჩეთს საქართველოში SOCAR Georgia Gas ბუნებრივი აირით უსასყიდლოდ ამარაგებს.

„სამლოცველოები განსაკუთრებით ზამთარში გათბობას საჭიროებს. 2015 წელს ჩვენ მიმვმართეთ SOCAR Georgia Gas-ს დასახმარებლად და ამის შემდეგ ყოველწლიურად იზრდება იმ სამლოცველოების რაოდენობა,რომლებსაც კომპანია ბუნებრივი აირით უსასყიდლოდ ამარაგებს“, – განაცხადა გაჯი იგიდოვმა.

იგიდოვის ინფორმაციით, მეჩეთებისათვის დაწესდა წელიწადში 110 ათას ლარიანი ლიმიტი, საიდანაც თვითოეული მეჩეთი წელიწადში დაახლოებით 1600-1700 ლარს ხარჯავს.

მეჩეთების გარდა SOCAR Georgia Gas-ი ბუნებრივი აირით საქართველოში ქრისტიანული ტაძრებებსაც ამარაგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები