“ევროპული საქართველოს” ოფისთან მეექვსე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ევროპული საქართველოს” ოფისთან მეექვსე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.
მათი მოთხოვნაა “ევროპული საქართველოს” წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო მანდატები დატოვონ.

აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები