ტაჯიკეთმა კორონავირუსის საფრთხის გამო, ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა

ტაჯიკეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, კორონავირუსის საფრთხის გამო, ირანთან ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა.

ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, აზიზ ნაბიზოდამ განაცხადა.

ავიაკომპანიები ფრენებს ვითარების დასტაბილურების შემდეგ აღადგენენ.

ირანში კორონავირუს COVID 19-ის 61 შემთხვევა გამოვლინდა, 12 ლეტალურად დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები