შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს დირექტორს უმასპინძლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დელეგაციის წევრებს სამინისტროს საქმიანობა, უწყების მიერ განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ქართულმა მხარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერისა და სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის.
აშშ-ის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო გეგმების განხორციელებაში.
მხარეები ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.