“ევროპული საქართველოს” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

 

“ევროპული საქართველოს” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განმარტებით, საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. მათი მოთხოვნაა “ევროპული საქართველოს” წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო მანდატები დატოვონ. მათ თან აქვთ ლოზუნგი წარწერით: “სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები”, “დატოვოს მანდატი ოკუპანტების აგენტმა ელენე ხოშტარიამ”.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები