სერგი კაპანაძე: ჩვენი გეგმაა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები გვყავდეს
“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ.
“ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მოვახდინოთ ოპოზიციურმა პარტიებმა კოორდინაცია და გვყავდეს საერთო კანდიდატები.
ეს სამუშაო ძალიან წინ არის წაწეული. ჩვენ შეთანხმებულები ვართ კონკრეტულ ოლქებზე და გვარებზე. რა თქმა უნდა კიდევ რამდენიმე ოლქი დარჩა გასავლელი, მაგრამ ჯამში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. ძალიან მალე, გვექნება ყველა მნიშვნელოვან ოლქში, პირველ რიგში თბილისში და შემდეგ სხვაგანაც შეთანხმებები. ყველა პოლიტიკური ლიდერის კანდიდატურა განიხილება, მაგრამ სად, როგორ, რა პირობებში, რომელ ოლქებში ამაზე, როცა შევთანხმდებით, საერთო განცხადებას გავაკეთებთ”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.