გიორგი ტატუნაშვილი: რაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება
რაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა მისი შვილის მკვლელობიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება. უფრო გვიჭირს არჩილის გარეშე. უფრო აუტანელია ის, რომ არც ერთი დამნაშავე დასჯილი არ არის. ხელი არ მიუწვდება ჩვენს მთავრობას დამნაშავეებზე, რომ პასუხი აგებინონ. კი არიან პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ რა აზრი აქვს, დადიან თავისუფლად“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.