ლევან დავითაშვილი  “GIPA”-ს სტუდენტებს შეხვდა

გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოს “საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა.

ლევან დავითაშვილის თქმით, “GIPA”-მ მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამები შეიმუშავა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო “GIPA”-ს, რომელმაც მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამები შეიმუშავა. თქვენი სახით გარემოსდაცვის სფეროს დიდი გულშემატკივრები, მხარდამჭერები და პროფესიონალები შეემატება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულების გარკვეული ნაწილი ახლა უკვე ჩვენი სამინისტროს გუნდის წევრია. ამ მიმართულებით თანამშრომლობა, თქვენი პროგრამის სტუდენტების სტაჟირება და პრაქტიკული გამოცდილების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, სამინისტროს ინიციატივით, „გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის” სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა და დაინერგა საქართველოს “საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” (GIPA), სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გერმანიის “საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” (GIZ) მხარდაჭერით.

სამაგისტრო პროგრამის „გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ მიზანია გარემოსდაცვითი მმართველობისა და პოლიტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში სხვადასხვა კვლევით, აკადემიურ თუ მენეჯერულ თანამდებობებზე, რომელთა ფუნქციებში და მოვალეობებში გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებზე მუშაობა შედის.

დღეისათვის, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 100%-ია და ყველა მათგანი გარემოსდაცვით სფეროშია დასაქმებული. მათი ნაწილი  გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები