ხაშურის “ეტალონი მოსწავლე“ მარიამ მახარაშვილი გახდა
ხაშურის #1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურს “ეტალონის“ ფინალი გაიმართა. ღონისძიებაში, სხვადასხვა სკოლის 82 საუკეთესო მოსწავლე მონაწილეობდა. საბოლოოდ კი, ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მახარაშვილი, 79 ქულით, 2019-20 წლების ხაშურის “ეტალონი მოსწავლე“ გახდა.
მეორე და მესამე ადგილებზე წრომის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ხაჩიძე და მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ფანჩულიძე გავიდნენ.
გამარჯვებულები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ დააჯილდოვეს. „ეტალონ მოსწავლეს“ კი ჯილდო შიდა ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-ნუგზარ სამხარაძემ გადასცა.
დაჯილდოვდა 2018-19 წლების ხაშურის “ეტალონი მოსწავლე“ ბარბარე ჭყოიძეც. დასასრულს, „ეტალონის“ წამყვანმა და ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას, კულტურის სამსახურს, ადგილობრივ რესურსცენტრს, I საჯარო სკოლას და საპარლამენტო ბიუროს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.