ტექნოპარკში ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება
22 თებერვალს, 13:00 საათზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. პროექტი ამერიკული ცენტრის StrategEast-ისა და პროგრამული ინჟინერიის წამყვანი ამერიკული კომპანიის EPAM Systems-ის ერთობლივი ძალისხმევითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს IT კომპანიები და IT-HUB-ის მასწავლებლები მიიღებენ. მოწვეულ სტუმართა შორის დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა იქნებიან.