ეკა ბესელია: არ ვაპირებ მერაბიშვილთან არავითარ კონსულტაციებს და საუბარს

მე პირადად, მის ადგილს არ ვხედავ და არ ვაპირებ მასთან არავითარ კონსულტაციებს და საუბარს, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ საჭიროა, იმათთვის ვინც სკეპტიკურად და ეჭვის თვალით უყურებს ამ პროცესს, მე აქ ვარ და ვესაუბრები სრულიად განსხვავებულ პარტიებს, რადგან ორი მთავარი რამეა, ერთი, ამ ქვეყანაში უნდა დალაგდეს მართლმსაჯულების სისტემა და მეორე – წინასაარჩევნო წინაპირობები უნდა იყოს სამართლიანი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს. მე არ მგონია, რომ ის აქ უნდა მოვიდეს. მე პირადად, მის ადგილს არ ვხედავ და არ ვაპირებ მასთან არავითარ კონსულტაციებს და საუბარს”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები