მამუკა მდინარაძე: ოპოზიციამ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვას, უბრუნდება თუ არა დიალოგის მაგიდას

უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას, რასაც მოუწოდებენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, როცა ოპოზიციამ პასუხი უნდა თქვას.

„პასუხი თუ არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება. უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას, რასაც მოუწოდებენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. თებერვლის შემდეგ შეუძლებელია საარჩევნო ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, მათ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას და თავისი შემხვედრი, ოდნავ რაციონალური წინადადება აქვთ თუ არა.

ჩვენი შეთავაზება – 100/50 საარჩევნო მოდელი იციან. ეს ბევრად სჯობს მოდელს – 77/73. ვერაფერზე თუ ვერ შევთანხმდებით, საპარლამენტო არჩევნები 77/73 მოდელით ჩატარდება და მაღალი ალბათობით, საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, რაც „ქართულ ოცნებას“ არაფერში სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები