მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია შიგნიდან გვიტევს, რუსები გარედან და რეალურად, რუსულ საქმეს აკეთებენ

ბოლოს შეიძლება თქვან, რომ 2008 წელიც გარკვეული ხუმრობა იყო რუსეთის მხრიდან. ისინი შიგნიდან გვიტევენ, რუსები – გარედან და რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე განუცხადა.

მდინარაძის თქმით, გუშინდელი დღიდან ყველაზე თვალსაჩინო გიგა ბოკერიას მიდგომა იყო პოლიტპატიმრების ცნების მიმართ, რასაც სხვებიც იზიარებენ.

„პოლიტპატირობის მათი ფორმულა არის შემდეგი – თუ დანაშაული 2003-2012 წლებში ჩაიდინე, ეს იქნება მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა თუ ა.შ. ამ შემთხვევაში ხარ პოლიტპატიმარი და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს. ბოკერიასთვის პოლიტმატიმრობის სტანდარტი არის ეს, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად. ბოკერიას სტანდარტი არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არავინ დაიჯერებს და პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები.

ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არის უცნაური, სასაცილო და სპეკულაციური. რაც შეეხება მერაბიშვილის გზავნილებს, ეს ახალი ამბავი არ არის. მიხეილ სააკაშვილმა ხომ აღიარა, შანსი ვერ გამოვიყენეთ, ხელისუფლება იმხობოდაო. მერე მელიამ აღიარა, ცოტა დაგვაკლდა და შევდიოდითო. მერაბიშვილის განცხადებებიც ამ აღიარების სერიების გაგრძელებაა. ახალი და განსაკუთრებული არაფერი ხდება. ისინი საუბრობენ დამხობაზე, მათთვის პარლამენტში საბჭოთა ჰიმნი პრობლემა არ არის, ბოლოს შეიძლება თქვან, რომ 2008 წელიც გარკვეული ხუმრობა იყო რუსეთის მხრიდან. ისინი შიგნიდან გვიტევენ, რუსები – გარედან და რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები