რუსეთის საგარეო უწყება: სამწუხაროა, რომ საქართველოში რუსეთის დემონიზაციის ხაზზე უარს ისევ არ ამბობენ, პროპაგანდისტული აქცია ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისის და სხვების მიერ არის მოწყობილი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „გრუ“-მ 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე, მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელა.

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „სახეზეა, კარგად დადგმული პოლიტიკური მოტივირებულობა და ფაქტების მტკიცებულების არარსებობა. არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველოში მავნებლურ ქმედებასთან კავშირი აქვთ რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს არ არსებობს და ვერც იქნება.

ყურადღებას იქცევს, სინქრონიზირებული პროპაგანდისტული აქცია, რომელიც ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისის და სხვების მიერ არის მოწყობილი. ოთხი თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ რუსეთი ინციდენტთან დაკავშირებით დაედანაშაულებინათ, რომელსაც თითქოს ადგილი ჰქონდა 28 ოქტომბერს. ყველა ბრალდება აწყობილია ცნობილი „highly likely“-ს სტილში.

სამწუხაროა, რომ საქართველოში რუსეთის დემონიზაციის ხაზზე უარს ისევ არ ამბობენ, არც წარსულის კრიზისიდან სწავლობენ რამეს. ყველაფერი აღნიშნული, დამატებით ათრგუნებს, ისედაც რთულ ორმხრივ ვითარებას. კვლავინდებურად, დარწმუნებული ვართ, რომ არსებული უთანხოებების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება, ქართველი და რუსი ხალხის ინტერესებს პასუხობს. გვესმის, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც ეს საერთოდ არ აწყობთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები