თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში  ვირუსის ნიშნებით კორეელი მამაკაცი მოათავსეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში მყოფი 55 წლის კორეელი მამაკაცი, ვირუსის ნიშნებით თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მოათავსეს.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტს ზემო სასუნთქი გზებიდან სინჯები აუღეს და პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

“მამაკაცი საქართველოში კორეადან ჩამოვიდა. იგი ხაშურში იმყოფებოდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო. აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და ტემპერატურის მატება. ამ დილით აუღეს ზემო სასუნთქი გზებიდან მასალა ახალი კორონავირუსის ინფექციის ტესტზე და პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები