აზერბაიჯანელი პოეტის ზელიმხან იაგუბის მემორიალური სახლის ასაშენებლად ბოლნისის რაიონში მიწის ნაკვეთი გამოიყო

საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელ პოეტის ზელიმხან იაგუბის მემორიალური სახლის ასაშენებლად ბოლნისის რაიონში მიწის ნაკვეთი გამოიყო. ზელიმხან იაგუბის სახელობის პოეზიის სახლი სოფელ ქვემობოლნისში ( ქეფენექჩი) აშენდება.

მიწის ნაკვეთი უკვე დაათვალიერეს და მშენებლობის პროექტს ადგილზე გაეცნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი დავით შერაზადაშვილი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი რამიზ ბაქიროვი. ადგილობრივებმა გამოჩენილი გულისხმიერებისათვი მადლობა გადაუხადეს რაიონის ხელმძღვანელობას და მაჟორიტარ დეპუტატს გოგი მეშველიანს.

საქართველოში დაბადებულ აზერბაიჯანელ პოეტს, რომელიც აზერბაიჯანის მილიმეჯლისის ორი მოწვევის დაპუტატი იყო, მიმდინარე წლის 21 იანვარს 70 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები