კახა კალაძე: ვანო მერაბიშვილი დროში და სივრცეშია დაკარგული, მეტი ვანო ოპოზიციას

მეტი ვანო ოპოზიციას”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.

მისივე თქმით, მერაბიშვილი დროში და სივრცეშია დაკარგული.

“მისი განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დროში და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ. მეტი ვანო ოპოზიციას”, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები