ვახუშტი მენაბდე: ადამიანებს, ვინც ვანოს რეაბილიტაციაშია ჩართული, ვისაც ჩემს “ფბ” მეგობრებში ვხედავ, პრეტენზია აქვთ სამართლიანობის გაგებაზე, მისთვის ბრძოლაზე

„მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ” პოლიტიკურ ლიდერად აქციეს”, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის საქმეს აქციების ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიციური ტერორი, თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები უკავშირდება.

„მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ” პოლიტიკურ ლიდერად აქციეს. კაცი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი” იყო, დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ სურთ წარმოაჩინონ. წარმოდგენაც ძნელია, როგორ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს, ვინც ამას აკეთებს. ვანო მერაბიშვილი 2004-დან 2012 წლამდე შს მინისტრი იყო და მის სახელს უკავშირდება აქციების ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიციური ტერორი, თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები. და ამ ადამიანებს, ვინც ვანოს რეაბილიტაციაშია ჩართული, ვისაც აგერ ჩემს”ფბ” მეგობრებში ვხედავ, პრეტენზია აქვთ სამართლიანობის გაგებაზე, მისთვის ბრძოლაზე.

„ქართული ოცნება” და მასთან ერთად მთელი პოლიტიკური ელიტა მარტო იმიტომ უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, რომ ვანოს გამოსვლა მოვლენად იქცა”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

კონსტიტუციონალისტი კომენტარში 26 მაისთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიშს უთითებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ერთი დღის ამბავია ვანო მერაბიშვილის საქმეებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები