ვანო მერაბიშვილი: გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე, გაძლევთ გარანტიას, ამ ხელისუფლების დამხობის მერე ე.წ. მატროსოვის ციხის კარები ფართოდ გაიღება

აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები გაიღება, ამ ციხეში ვინც მე ვიცი ყველა პოლიტპატიმარია, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და ექს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ერთ წელიწადში ხელისუფლება შეიცვლება.

“ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიმყოფებოდი საპატიმროში, სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმისი, რომ არ წავედი კომპრომისზე საკუთარ თავის მიმართ, მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, ახლობლებს, ყველას ვინც აქ არის, ვინც შორიდან მგულშემატკივრობს. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, რწმენა რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს ჩამოშორდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება. ამის გაკეთება აუცილებელია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში განვითარება დაიწყოს და წავიდეს წინ, გაქრეს უიმედობა. ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა. აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები გაიღება, ამ ციხეში ვინც მე ვიცი ყველა პოლიტპატიმარია”,- განაცხადა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას ახლობლები და თანაგუნდელები დახვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები