ხაშურში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია დაიწყო

ხაშურის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

როგორც “რეგიონულ კვირას“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მრავალსართულიანი საცხოვრებლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებიო მხოლოდ ორ ლოკაციაზე, ბორჯომის ქუჩაზე და შუშის ქარხნის დასახლებაში მიმდინარეობს.

სახურავების რეაბილიტაციის პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბორჯომის ქუჩაზე ბინის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის  63 104 ლარი , ხოლო შუშის ქარხნის დასახლებაში მრავალბინიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაციისთვის 68 085 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები