ზუგდიდში სპექტაკლის “უხერხემლო’’ პრემიერა გაიმართა (video)

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის “უხერხემლო’’ პრემიერა გაიმართა.

როგორც, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დავით თურქიაშვილი ამბობს, პიესა „უხერხემლო“ რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ის განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ, ოჯახისა და საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებას ასახავს.

ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლაშა შეროზიას თქმით, სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში დარჩება, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას ასახავს.

ცნობისთვის, მსგავსი შინაარსის სპექტაკლი ზუგდიდის თეატრში პირველად დაიდგა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები