გაერო-ს გენერალური მდივანი ავღანეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო შეტაკებების ფონზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, ავღანეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო შეტაკებების გამო შეშფოთება გამოთქვა ,- ინფორმაციას მისი პრესმდივანი ავრცელებს.
“გუტერეში შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ავღანეთში დე ფაქტო უსაფრთხოების ძალებსა და პაკისტანის უსაფრთხოების ძალებს შორის საზღვრისპირა შეტაკებების შესახებ ინფორმაციას. ის მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა“, – განაცხადა სტეფან დიუჟარიკმა.
დიუჟარიკმა აღნიშნა, რომ გუტერეში ასევე მოუწოდებს მხარეებს, ნებისმიერი უთანხმოების დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობა განაგრძონ.