კახა კალაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მზად ვართ შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება თუ ვერ შედგა, მაშინ არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.

„ამას მოგვიწოდებს ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამერიკა მაქვს მხედველობაში, რომ აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და რაღაც კონსენსუსის მიღწევა. თუ ისინი არ დათანხმდებიან ამას და ვერ მივაღწევთ კონსენსუსს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება. ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო 100/50-ზე, რომელიც ოპტიმალური ვარიანტია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გარკვეული საკითხი, რომელიც შესათანხმებელია დიალოგის დროს და არა ასე ბრიფინგებით და ინტერვიუებით, შესაბამისად დიალოგი არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს გარკვეული შეთანხმება. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, მათ წარმომადგენლებს, ასევე მზად ვართ შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობაც მათ აქვთ და ამის პრობლემა არ არსებობს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები