კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის დრო იწურება, ამიტომ მხარეებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საერთო ენა უნდა გამონახონ
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის დრო იწურება, ამიტომ მხარეებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საერთო ენა უნდა გამონახონ.
“როცა საუბარია გამოსავლის ძიებაზე საარჩევნო სისტემის და რეფორმის შესახებ, ეს ყველა მხარისა და მომლაპარაკებლის საერთო ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. სიტუაცია რთულია, თუმცა ვაკვირდებით მოვლენებს თუ რისი გაკეთების შესაძლებლობა არსებობს. დრო იწურება მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის, ამიტომ საჭიროა მხარეებმა საერთო ენა გამონახონ. ჩვენ ორივე მხარესთან მოლაპარაკებებში ისევ ჩართულები ვართ. დარწმუნებულები ვართ, რომ დიალოგი არის ის რასაც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება შეუძლია”, – განაცხადა ჰარცელმა.