დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში,გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და შინდისის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის დასახლების, დიდი ხეივნის 2 ქუჩის, დიდი ხეივნის, ხეივნის, გორგასლის, დიმიტრი გულიას, ორთაჭალის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის, გულუას, უსახელოურის და ახალი რეხის ქუჩების მაცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში,გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის Vკვარტლის, ავეტიკ ისაკიანის და გია რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მკიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, შეშელიძის და ხევძმარის ქუებჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის I, II, IVა მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, რამაზ შენგელიას, დუმბაძის, ალეკო გობრონიძის, ხევძმარის, შეშელიძის, ონის და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები