რეჟისორი ოლეგ სენცოვი თბილისში ჩამოდის

20 თებერვალს, 18:30 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის კინოდარბაზში ოლეგ სენცოვისა და ოლექსანდრ კოლჩენკოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმის სახელწოდებაა: „ყირიმიდან ციმბირში – როგორ აწამებს რუსეთი პოლიტპატიმრებს: სენცოვსა და კოლჩენკოს“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმი მოგვითხრობს უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვისა და ოლექსანდრ კოლჩენკოს აბსურდულ გზაზე რუსეთის პენიტენციალურ სისტემაში, რომელიც მოჰყვა მათ დაკავება ყირიმში, 2014 წლის ანექსიის დროს, ტერორისტული აქტების შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია რეჟისორთან და პოლიტპატიმარ ოლეგ სენცოვთან.
ღონისძიების პარტნიორები არიან: უკრაინის საელჩო საქართველოში და საქართველოს პენცენტრი.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები