მამუკა მდინარაძე: საქართველოს 6 წლის განმავლობაში ღირსეული და ობიექტური პროკურორი ეყოლება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება შეაფასა.

მდინარაძის თქმით, საქართველოს 6 წლის განმავლობაში, შოთაძის სახით ღირსეული და ობიექტური პროკურორი ეყოლება.

“როგორც კი კითხვები გაჩნდა პროკურატურასთან დაკავშირებით მაშინვე დატოვა შოთაძემ თანამდებობა, ეს კიდევ დამატებითი მოტივაციაა ნებისმიერი წევრისათვის უმრავლესობაში, რომ მისთვის დღეს მხარი დაეჭირათ. საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები