პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოებრივი, საერთაშორისო და მედია სივრცე იმდენად კრიტიკულია, რომ მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერც გენერალური პროკურორი შეძლებს და ვერც ვინმე სხვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შოთაძესთან დაკავშირებით ოპონენტების ბრალდებების პასუხად განაცხადა.
„ნდობა ასე არ არის, პიროვნებას შეხედო და ნდობა ექნება თუ არა. საქმიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ პროკურატურა იქნება თავის სიმაღლეზე.
საზოგადოებრივი, საერთაშორისო, მედია სივრცე იმდენად კრიტიკულია, თუნდაც არასამთავრობოები ავიღოთ, რომ ვერც გენერალური პროკურორი და ვერც სხვა ვერავინ გაბედავს, რომ მიკერძოებულად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ არადა, აგერ გამოჩნდება.
მე ასე მგონია, რომ ყველა თემას, თუნდაც კრიტიკული შეკითხვები რომელზეც დაისვა, უახლოეს პერიოდში უნდა გაეცეს პასუხი,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით საზოგადოებას კარგად ახსოვს პერიოდი, როცა გენპროკურორი პრეზიდენტის მითითებებს ასრულებდა.
“გვახსოვს, გენპროკურორი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით წყვეტდა, ვის რა ბედი ელოდა, ვის ბიზნესი უნდა „ახეოდა“ ან ღირსება ვის უნდა შერჩენოდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები
კომენტარი