82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცა
პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.
გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. მის დამტკიცებას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არც ერთის წინააღმდეგ.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.
ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.