არჩილ თალაკვაძე: სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის

„სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის, რადგან სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის დავებში მიღებული გადაწყვეტილებების თანაფარდობა დღეს უკვე დაბალანსებულია, ხოლო ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა 60%-ით შემცირდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარუდგინა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა იმ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო პაკეტებს შორისაა, რაზეც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გასული წლის განმავლობაში იმუშავა.

„გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ავტონომიურობა, ასევე, დაიხვეწა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა. რეფორმამ დაიმსახურა დადებითი შეფასებები აშშ-ის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის რადგან სასამართლოს საქმიანობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის დავებში მიღებული გადაწყვეტილებების თანაფარდობა დღეს უკვე დაბალანსებულია, ხოლო ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა 60%-ით შემცირდა; საქართველო Fraser Institute-ის დამოუკიდებელი სასამართლოს ინდექსში 2004-2012 წლებში 89-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2012-2018 წლებში 66-ე ადგილს იკავებს; 2019 წელს პარლამენტმა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახალი რეგულაციები, ჩაატარა ღია და გამჭვირვალე პროცესი და დანიშნა 12 ახალი მოსამართლე, ხოლო უზენაეს სასამართლოში ვაკანტური დატოვა ადგილების ნახევარი, რომელსაც შემდეგი პარლამენტი დააკომპლექტებს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები