ირაკლი კობახიძე: ადრე 200 ნაცი იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა ვერ გავიგე

ადრე 200 ნაცი იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა ვერ გავიგე. ეს თავებიც მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი კრიზისი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძემ გენერალური პროკურორის კანდიდატთან, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხაზი მის პროფესიონალიზმს გაუსვა.

“ადრე 200 ნაცი იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა ვერ გავიგე. ეს თავებიც მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი კრიზისი არ არის. “ნაცმოძრაობას” უნდა, რაღაცნაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტილით ცდილობენ ამის გაკეთებას, თუმცა რესურსი, როგორც ხედავთ, არანაირი არ აქვთ. რაც შეეხება კანდიდატურის დამტკიცებას, გადაწყვეტილება მიიღება საერთო სურათის გათვალისწინებით. ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, მან თავის დროზე გადადგა ღირსეული ნაბიჯი, აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გენერალური პროკურორის პოზიციაზე დაბრუნდეს,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, არჩევის შემთხვევაში, ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები