არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება, არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწევთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით დღეს, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თემების შესახებ ამომწურავად ისაუბრეს.

თალაკვაძე იმედოვნებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება.

“დღეს პარლამენტის წინაშე მაქვს მოხსენება და მათ შორის ამ პროცესებსაც შევეხები ჩემს გამოსვლაში, იქ ნახავთ სრულფასოვან შეფასებებს მიმდინარე პროცესებთან და პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები მხარს ვუჭერთ დიალოგს. ამერიკის საელჩო, ევროკავშირის საელჩო, ჩვენი პარტნიორები და ჩვენ, ხელისუფლება, “ქართული ოცნება” მხარს ვუჭერთ დიალოგს და ოპოზიციის ეს დესტრუქციული ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ დიალოგში არ მიიღებს მონაწილეობას რეალურად განსხვავებულ პოზიციაზეა. იმედი მაქვს, რომ ისინი დაბრუნდებიან დიალოგის მაგიდასთან, ჩვენ, არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწევთ”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები