გიორგი მარგველაშვილი: არცერთი პოლიტიკოსი არ ამაღლებულა ისე, რომ გული მატკინოს

ნებისმიერი კრიტიკა პოლიტიკურად მე რეიტინგს მმატებდა, მმატებს და მომავალშიც მომიმატებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, იმ სიმაღლემდე არცერთი პოლიტიკოსი არ ამაღლებულა, რომ მას გული ატკინოს.

“არამხოლოდ თქვენ მიერ დასახელებული პოლიტიკოსები, ამას შეიძლება, ზემოდან დავამატოთ მთელი „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, რომლებიც თავისთვის ძალიან უხერხულ განცხადებებს აკეთებდნენ. არც ერთ შემთხვევაში ეს მე პიროვნულად არ შემხებია. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი მათი კრიტიკა პოლიტიკურად მე რეიტინგს მმატებდა, მმატებს და მომავალშიც მომიმატებს. ასე რომ, ამას არ ვუყურებ პიროვნულად, ვუყურებ ქვეყნისთვის არსებული ინტერესებიდან გამომდინარე. ამ სიმაღლემდე არცერთი პოლიტიკოსი არ ამაღლებულა, რომ გული მატკინოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები