გია ვოლსკი: ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები არიან, თანაც ევროპის ეგიდით, ეს არის სირცხვილი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის პერფორმანსი “ძალიან შემაძრწუნებელი იყო“.
„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებარები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ოპოზიციის წარმომადგენლები, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.