რუსთავში შვილმა მამა დაჭრა – პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა

რუსთავში 21-ე მიკრორაიონში 35 წლამდე კაცმა 65 წელს გადაცილებული მამა ცივი იარაღით დაჭრა.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც ” რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი ახალგაზრდას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

დაჭრილი კაცი ამ დროისთვის რუსთავის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მედიკოსების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯამრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები