,,იმერეთი თავისუფალი C ჰეპატიტისგან” – ქუთაისმა კონფერენციას უმასპინძლა

,,იმერეთი თავისუფალი C ჰეპატიტისგან” ამ სახელწოდების კონფერენცია დღეს ქუთაისში გაიმართა. შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნა. პროგრამის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობალურად ელიმინაციის მისაღწევად, მნიშვნელოვანია რეგიონულ დონეზე მაქსიმალური და სრული მობილიზაცია გაკეთდეს, როგორც სამედიცინო საზოგადოების ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ასევე ისაუბრეს, რომ იმერეთის რეგიონში განხორციელებული აქტივობები უნდა იყოს მაგალითი მთელი ქვეყანისთვის თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ C ჰეპატიტი ერთ კონკრეტულ რეგიონში და ამით არა მხოლოდ ათასობით ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ არამედ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ინტერესი და ცნობადობა იმერეთის რეგიონისადმი.

დღესვე, ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების გატარებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიულ კონფერენციას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის ექიმები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები