თბილისი-ზუგდიდის მოძრავ მატარებელში ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)

აბაშაში თბილისიდან-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც “რეგიონულ კვირას”  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთ-ერთ ვაგონში ძლიერი დაკვამლიანებაა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოს სამი ბრიგადა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები